საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, ა.წ. 13 ივლისს, მიიღო ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი, დოქტორი, ქალბატონი ევა ბერტრანი.

 

საუბარი შეეხო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ფრანგულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ ტურიზმის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი იოსებ ხელაშვილი და ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია.

 

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი არის საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების მიერ 2016 წელს ინიცირებული პროექტი, რომლის მიზანია მაღალი დონის სწავლების განვითარება საქართველოში, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების (ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, კომპიუტერული მეცნიერებები და ა.შ.) მოთხოვნებს. ეს ყოველივე ემყარება საფრანგეთსა და საქართველოს შორის აღნიშნულ სფეროებში გამოცდილების გაზიარებას.

 

თარიღი: 13/07/2023